ჩვენს შესახებ

Georgian Son Winery ასპარესზე 2018 წელს გამოჩნდა.

მარანი დაფუძნდა სოფელ სართიჭალაში, რომელიც გიმასპინძლებთ წელიწადის ნებისმიერ დროს! Georgian Son Winery- ს უყვარს გემრიელის ჯანსაღთან შეთავსება. ქართული სუფრა ყოველთვის ძნელი წარმოსადგენია ცხელი ცომეულის და ქართული ეროვნული კულინარიული შედევრების გარეშე.

ტრადიციული კერძების ღვინოსთან შეხამება, როგორც ცალკე ხელოვნების ნიმუში.

ღვინის მარანი Georgian Son Winery გაძლევთ შესაძლებლობას თვალი ადევნოთ კერძების დამზადების პროცესს, მიირთვათ და გაატაროთ დაუვიწყარი დრო მეგობრებთან და ოჯახთან ერთად ტრადიციულ ქართულ ატმოსფეროში. ​