ღვინოები

საფერავი ხაშმი - წითელი მშრალი

სურნელი: ტყის კენკრის, ალუბლისა და შავი ქლიავის გამყოლი ტონები, შერწყმულ ხავერდოვან ტანინებთან და მდიდარი დაბოლოებით.

ალკოჰოლი: 13%, 14%

გემო: დახვეწილი ჯამური ბუკეტი და არომატებით მდიდარი პალიტრა. მძლავრი ტანინების, სხეულიანი, ხასიათიანი ახალგაზრდა ღვინო. ღვინო არის დაბალანსებული, მდიდარი სამკურნალო თვისებებით.

მიტანის ტემპერატურა: 16-18°

გამოშვების წელი: 2019

საფერავი ხაშმი-ს დიდი ისტორია აქვს. წითელი მშრალი ღვინო გამოჩნდა თამარ მეფის მოღვაწეობის დროს XII საუკუნეში.

წითელი საფერავის სახელი გაჩნდა სოფელ ხაშმში, სადაც დედოფლის ბრძანებით ვენახების დიდი რაოდენობა იყო განთავსებული. ამ ჯიშს აქვს მკვეთრი და მდიდარი არომატი, რომელშიც მნიშვნელოვან როლს კენკრა, ალუბალი და შავი ქლიავი თამაშობენ.

კლასიკური საფერავისგან განსხვავებით, ხაშმი ითვლება ქალურ და რბილ ღვინოდ. სასმელი არის დაბალანსებული მდიდარი სამკურნალო თვისებებით.

ქვევრის რქაწითელი ახაშენი - თეთრი მშრალი

სურნელი: მკვეთრად იგრძნობა ნუშის და მოხალული კაკლის გემოები, გაჯერებულია გამოხატული მწვანე ხილის არომატებით.

ალკოჰოლი: 12,2%

გემო: გამახალისებელი მჟავიანობა, მსუბუქი სხეული და ზომიერი ალკოჰოლი კიდევ უფრო აძლიერებს კლასიკური ღვინის ხასიათს

მიტანის ტემპერატურა: 16-18°

გამოშვების წელი: 2019

რქაწითელი ქვევრი ყველა დროის კლასიკაა. ღვინო მდიდარია, პირველ რიგში, მისი ოქროსა და ქარვის ფერის გამო.

ეს ჯიში გამოყვანილია სპეციალური გზით. მას ქმნიან დაკეპილი ყურძნის მასისგან. ზუსტად ამიტომ იქმნება არაჩვეულებრივი სასმლის გემო.

რქაწითელი ქვევრის ტიპი მშრალია და ღვინის არომატი მეტყველობს თავის ღირებულებებზე.

სასმელში მკვეთრად იგრძნობა ნუშის და მოხალული კაკლის გემოები. გამახალისებელი მჟავიანობა, მსუბუქი სხეული და ზომიერი ალკოჰოლი კიდევ უფრო აძლიერებს კლასიკური ღვინის ხასიათს. დახვეწილი გემოების ნოტები არ დატოვებენ გულგრილს ღვინის დიდ მცოდნეებსაც კი. 

კლასიკური რქაწითელი ახაშენი - თეთრი მშრალი

სურნელი: არომატის დახვეწილობა მდგომარეობს ხილში, რომელიც სუფთად არის დამუშავებული ევროპული ტექნოლოგიებით.

ალკოჰოლი: 11%

გემო: ღვინის დაბალი დამუშავების ტემპერატურა აძლევს სასმელს გამორჩეულ გემოს, რომელიც სავსეა თხილითა და ხილით.

მიტანის ტემპერატურა: 16-18°

გამოშვების წელი: 2019

კლასიკური რქაწითელი – მრავალმხრივი ბაზის ნედლეულია უამრავი თეთრი და ვარდისფერი ღვინისთვის.

გაგიკვირდებათ, მაგრამ რქაწითელი ევროპული ტექნოლოგიების მიხედვითაც მზადდება. ღვინოების დამზადების ევროპული ტექნოლოგია საქართველოში ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაიწყო.

ღვინის დაყენების თავისებურება სუფთა ყურძნის წვენია (თესლის, ყლორტებისა და რბილობის გარეშე). წვენი ასევე საფუძვლიანად არის გაფილტრული, სადაც ყურძნის ქერქის არსებობა დაუშვებელია თეთრი ღვინოს მოსამზადებლად.

ევროპული წესით მომზადებული ღვინის გემო ყველასგან განსხვავდება თავისი რბილი, მსუბუქი და ამავდროულად მძაფრი გემოთი. არომატის დახვეწილობა მდგომარეობს ხილში, რომელიც სუფთად არის დამუშავებული ევროპული ტექნოლოგიებით.